დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს

0
513

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. მან გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა. ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ესწრებოდნენ.

,,მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, როცა ქვეყანა ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას დღეს კიდევ, როცა დარღვეულია, დღეს კიდევ, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება.” – განაცხადაალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

,,ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და, რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს.საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ცნობისათვის: 2016 წლიდან გიორგი მათიაშვილი სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილედ დაინიშნა, 2018 წელს კი, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლად. 2019 წლიდან დღემდე გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

წინა სტატიაადა მარშანიას მაღალი წნევა და ირაკლი კობახიძის არაადეკვატურობის ახალი რეკორდი. ვინ გადაიბირა ადა და ემზარი?
შემდეგი სტატიასარფში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური