“ჩარირამა” – ფერმა დარჩელში, რომელსაც ახალგაზრდა ქალი უძღვება [Video]

0
1994

ჩარირამა დარჩელში ცნობილი ფერმაა, ახალგაზრდა ფერმერ  ქალს  ლელა ქობალიას და მის  ოჯახს სოფელში სხვადასხვა კულტურა მოყავთ.  თუმცა წელს პანდემიის გამო,  რესტორნებსა და კაფე-ბარების დახურვამ შემოსავლის რაოდენობაც შეუმცირა. ჩარირამაში სულ 8 ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით წელს კიდევ 3 ადამიანი დაასაქმა.  ჰექტარნახევარზე კიტრი მოყავთ, ასევე ხორბალი,  შვრია ქერი და სხვა. დღეში 300 კილო კიტრი იკრიფება. მრცვლეულთან ერთად ბაღჩეული კულტურებიც მოყავთ – ლობიო, ბულგარული, ბადრიჯანი, კარტოფილი, ასევე ნესვი, საზამთრო. მიწას ადგილობრივი ნაკელით ანოყიერებენ, ლელა ქობალია ამბობს, რომ მისი პროდუქტი ბიო უნდა იყოს, ყოველგვარი ნიტრატების გარეშე და თხილსაც ზიანი არ უნდა მიადგეს. 4 ათას კვადრატულ მეტრზე 10 ათასი ძირი სან ანდრეასის ჯიშის მარწყვია გაშენებული. წელს კიდევ ერთი ახალი კულტურა , სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ჰექტარ ნახევარზე ლურჯი მოცვი გააშნა, ამავე ფართობზე დედოფალა ლობიოც დათესა.

გარდა კენკროვანი, ბაღჩეული კულტურებისა, ჩარირამაში ყველაფერია, რაც სოფელს და სოფლის მეურნეობას უკავშირდება – სიმინდი,მწვანილი, საქონელი, შინაური ფრინველი, რძის ნაწარმი, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ლელა ქობალია ამბობს, რომ ფერმაში ბიოპროდუქტების რაოდენობის გაზრდა სურს,  შემდგომ კი  ევროკავშირის ბაზარზე  გასვლასაც  გეგმავს. დარჩელში მოყვანილი პროდუქტი მაღალი გემოვნობით და ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებელიც კმაყოფილია. 

წინა სტატიაანაკლია-განმუხურში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა
შემდეგი სტატიაბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება აღუდგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური