,,ევროპული საქართველო” ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეწყვეტის საქმეზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს

0
409

ევროპული საქართველო ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეწყვეტის საქმეზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს. 

პარტიის დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ მომხდარს პოლიტიკური დევნა უწოდა.

“ბაჩანა შენგელია ერთადერთი იმით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ იბრძოდა სამართლიანობისთვის, რომ დაედგინა ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, როგორ დევნიდნენ პოლიტიკურად დედამისს, ია კერზაიას, რომელიც შემდეგ შეეწირა ამ პოლიტიკურ დევნას”. – ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატის თქმით, ცვლილება ნოტარიატის დებულებაში სწორედ თეა წულუკიანმა შეიტანა. ცვლილების მიხედვით, დისციპლინური დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც დაემატა. 

“პრაქტიკულად იგივე გზა გაიარა, რასაც ეს ხელისუფლება, ბატონი გახარიათი დაწყებული, განათლების მინისტრით გაგრძელებული 2018 წელს ახორციელებდა ბაჩანა შენგელიას დედის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭიროა რეაგირება”. – თქვა სერგი კაპანაძემ. 

19 ივნისს ბაჩანა შენგელიას ქსელიდან გამოურთეს პროგრამა, რითიც ის სანოტარო საქმიანობას ეწეოდა29 ივნისს კი ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.

წინა სტატიაგრიგოლ ვაშაძე: ,,კამათი დასაშვებია, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტია და ჩვენი მეგობარი”
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური