მთავარისიახლეებიპოლიტიკარანი არიან ხალხის მტრები გახარიას განცხადებით? ,,მაგრები კი არა, ძროხები და კურდღლები''-...

რანი არიან ხალხის მტრები გახარიას განცხადებით? ,,მაგრები კი არა, ძროხები და კურდღლები”- ასე ხედავს იგი ოპოზიციას

Published on

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ ხარისხზე, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. ”-თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას

,,მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე – ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მანვე მიმართა ოპოზიციას:

,,მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, რატომ, იცი?! აი, ამისთვის რომ ემზადებოდით, ბიჭო! კარგი, დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით…

.პრემიერის რეპლიკას გიგა ბოკერია გამოეხმაურა და პრემიერს ძვოლბიჭობის გამო შენიშვნა მისცა.

“ეს რაღაც ძველბიჭობა, რამე კომპლექსი გაქვთ ბავშვობის… კურდღლები ხართ… მგელი ხართ ხო თქვენ ბატონო გახარია? აი, კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის მაგივრად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმა, რომ ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებ? ხო იძახით არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ქვეყნის კანონმდებლობით”, – განაცხადა ბოკერიამ.

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...