მთავარისიახლეებიჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

Published on

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა ასე მარტივად საკუთარ ტერიტორიებს ვერ დატოვებს.

“ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ, ეს ჩვენ კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა, არა მხოლოდ კანონშია საქმე. იქ ხალხი ცხოვრობს, 300 000 ადამიანი. ჩვენ მათ ვერ დავკარგავთ” – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ფლორიდაში 28 დეკემბერს გაიმართა. “დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, ნამდვილად ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო” – თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმა თითქმის დასრულებულია. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ დარჩა “რთული” ტერიტორიული საკითხები, რაც ჯერ არ გადაწყვეტილა.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...