მთავარიUncategorized,,გოიმებში ნომერ პირველიაო და ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი...

,,გოიმებში ნომერ პირველიაო და ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს” – გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეზე

Published on

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილება მისი და სენატორ რიშის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია. 

“ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს. ჯერ თქვა, რომ გოიმებში ნომერ პირველიაო, ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, მეორეს, სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა”, – თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორი იმდენად არის შეშფოთებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ “საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრ გზავნილს ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში.”

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესულ ცვლილებას, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მეგობრობის შედეგად გამოაცხადა. 

“ეს არის ბოკერიას და [სენატორ რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. ეს, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას და ვერაფერს ვერ დააკლებს ქართულ ოცნებას, თუმცა ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთერთი შედეგი იმ საქმიანობის, რასაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი”. – ამბობს კობახიძე. 

  

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...