ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი – ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგინეთ, დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია

0
416

სულ მცირე, 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ, აი, ამ ფეიკდაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით. მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპარლამენტო მოსმენისას.

,,თუ დავაკვირდებით, ქართული ოცნების დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა “ფეიკნიუსი”.

ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია. მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. 

მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ – 400-ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. ამდენი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული დახმარება, იმიტომ რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით. ”

წინა სტატიაგიორგი გახარია: ,,ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო. შეგვიყვანენ, გარწმუნებთ”
შემდეგი სტატიავინ აგებს პასუხს 26 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისის დარბევაზე?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური