მთავარისიახლეებისამართალითაღლითების ნოუ ჰაუ: ყალბი ცნობები კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული ...

თაღლითების ნოუ ჰაუ: ყალბი ცნობები კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდნენ. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარად. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...