ბარამიას ქუჩაზე მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა [Video]

0
1417

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე  მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ისინი მანქანებს გავლის უფლებას  არ აძლევდნენ. მოსახლეობის თქმით,  მზიან ამინდში საშინელი მტვერი დგება, რის გამოც სარეცხი გარეთ ვერ გააქვთ გასაფენად და თვითონაც ვერ გადიან.  ამასთანავე მათი ინფორმაციით, გზაზე დაყრილია რიყის ქვები, რომელიც მანქანის მოძრაობისას სხლტება და ქვეითად მოსიარულეებს პრობლემას უქმნის. გადათხრილი გზები და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდში მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი უკვე დიდხანია არის.  წლებია გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დაუსრულებელი სამუშაო პროცესი კი უამრავი პრობლემის მიზეზი ხდება.

წინა სტატიააინტერსებდათ, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია – ნოდარ მელაძის გამოკითხვა სუს-ში დასრულდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დემონტაჟი მიმდინარეობს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური