აინტერსებდათ, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია – ნოდარ მელაძის გამოკითხვა სუს-ში დასრულდა

0
371

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებდა, როდის გაიგო ინფორმაცია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მომზადებაზე, და სიუჟეტი საკუთარი ინიციატივით მოამზადეს თუ ვინმეს თხოვნით ან დავალებით.

მელაძე ამბობს, სუს-ში დაინტერესდნენ, კიდევ ხომ არ გეგმავენ სიუჟეტის მომზადებას ამ თემაზე და შესაბამისად, ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას. მელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წყაროს გამხელას არ აპირებს და ეს უთხრა გამომძიებელსაც.

“აინტერესებდათ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკა მოხდებოდა. ასევე, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში და გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია. ყველა ამ კითხვაზე არის ერთი პასუხი, სისხლის სამართლის საპროცესო 50-ე მუხლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ,” – განაცხადა მელაძემ.

წინა სტატიაალეკო ელისაშვილი ნათელაშვილის ოფისის ეზოსკენ ტალახს ისვრის
შემდეგი სტატიაბარამიას ქუჩაზე მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური