მთავარიUncategorizedრადიო გადაცემა დიალოგი- სტუმარი, ფსიქოლოგი თამუნა გულორდავა

რადიო გადაცემა დიალოგი- სტუმარი, ფსიქოლოგი თამუნა გულორდავა [აუდიო ჩანაწერი]

Published on

რადიო ოდიში + -ის გადაცემა “დიალოგის” სტუმარი იყო, “საქართველოს SOS
ბავშვთა სოფელი, ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების” პროექტის ფსიქოლოგი, თამუნა გულორდავა. გადაცემა ეხებოდა ისეთ აქტუალურ თემას, როგორიცაა
კონფლიქტური ურთიერთობები და ოჯახური და გენდერული ნიშნით
ძალადობა. ცნობისთვის, SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო
ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია
ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო
ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა
კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს
ტერიტორიაზე. ოჯახის დამხმარე და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, ორგანიზაცია ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახურ
გარემოში აღზრდასა და მათ სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას. ოჯახის გაძლიერების პროექტი
თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი მნიშვნელოვანია ბავშვის
ფიზიკური, კოგნიტური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია, ოჯახი უზრუნველყოფდეს ისეთ
გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მის ჯანსაღ განვითარებას. ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის SOS ბავშვთა სოფლის
ფინანსური მხარდაჭერით, შემუშავდა პროექტი „გენდერული თანასწორობის
ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.
პროექტის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი
ოჯახების დახმარება, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვების აღზრდა-განვითარება
უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ოჯახის გაძლიერების პროექტი სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს სთავაზობს
სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და
ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...