მთავარისიახლეებისაზოგადოებახობის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება ევექსის კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება

ხობის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება ევექსის კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება

Published on

ევექსის კლინიკების ხობის საავადმყოფოში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი.
ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი.
კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეო ზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ხობის საავადმყოფო.
ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში გარკვევაში, სწორი კითხვების დასმასა და დიაგნოზის საფუძვლიანად გაგებაში დაეხმარება.
ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგი პროფილის სპეციალისტებთან:
ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
კარდიოლოგის კონსულტაცია
ნევროლოგის კონსულტაცია
ოფთალმოლოგის კონსულტაცია
გინეკოლოგის კონსულტაცია
ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია
ალერგოლოგის კონსულტაცია
გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
დერმატოლოგის კონსულტაცია
რევმატოლოგის კონსულტაცია
პირველი 7 კონსულტაცია უფასოდ ეკუთვნით მათ, ვისაც აქვს სახელმწიფო დაზღვევა!
სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის მომსახურებით სარგებლობისათვის უნდა მიმართოთ ევექსი კლინიკების ხობის საავადმყოფოს, მის. ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2. დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 032 255 05 05.

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...