მთავარიUncategorizedრას აკეთებს პროკურატურა გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის გამოძიებისათვის?

რას აკეთებს პროკურატურა გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის გამოძიებისათვის?

Published on

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, თუ ვისი შეკვეთით და მონაწილეობით იგეგმებოდა მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სილაგაძის განცხადებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვა და გამოყენებაში ედება.

როგორც სილაგაძე აღნიშნავს, გამოძიების ეტაპზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ხორციელდებოდა.

„როგორც თქვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეკვეთით. ამ გამოძიების ფარგლებში, დაკავებული იქნა ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვა და გამოყენება. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ დღევანდელ სასამართლოზე დასაკითხი პირები: ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია, რადგან მათ უარი განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადებაზე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ორივე პირი სასამართლოს წინაშე დაიკითხება.

გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე და ამ კუთხით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის, ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ამ საქმეზე გარდა დღეს დასაკითხი პირებისა, დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გამოკითხვაც. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებთ დეტალურად იმ კითხვებს, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო თანამზრახველი, ვისი შეკვეთით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება”, – განაცხადა მაია სილაგაძემ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...