მთავარისიახლეებიპოლიტიკაWashington Examiner : "თუ საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის სცენარი დადასტურდა, აშშ-მ რამზან კადიროვს...

Washington Examiner : “თუ საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის სცენარი დადასტურდა, აშშ-მ რამზან კადიროვს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესდეს”

Published on

ამერიკულ გამოცემაში Washington Examiner გიორგი გაბუნიას საქმეზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით ,,თუ საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის სცენარი დადასტურდა, აშშ – მ რამზან კადიროვ დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს. ( წერილის თარგმანი გამოქვეყნებულია ტაბულა გე-ზე).

წერილში ავტორი, ტომ როგანი საქმის გარემოებებზე, კადიროვის წარსულ მუქარებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა მკვლელობებზე საუბრობს.

“თუ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა შეუკვეთა, აშშ-მ დამატებითი სანქციები უნდა დააწესოს.

პირველ რიგში, აშშ-ის მთავრობა უკრაინის სადაზვერვო სამსახურს უნდა დაუკავშირდეს. ბოლოს და ბოლოს, საქართველომ პარასკევს დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ინიციალები ვ.ბ-ია. იგი შეკვეთილი მკვლელობის მომზადების გამო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახელი ვასამბეგ ბოკოვია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქართველი კოლეგები გააფრთხილა, რომ კადიროვმა ბოკოვს გაბუნიას მკვლელობა შეუკვეთა.

ბრალდებები სარწმუნოდ ორი მიზეზის გამო უნდა ჩაითვალოს:

პირველი: კადიროვი წარსულში გაბუნიას დაემუქრა. 2019 წლის ივლისში, გაბუნიამ ტელეეთერით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა, რის შემდეგაც კადიროვმა განაცხადა:

“მომხდარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს მხრიდან კარგად დაგეგმილ საზიზღარ აქციად, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 დღის შემდეგ ყველა გზა და ბილიკი უნდა დაიკეტოს საქართველოდან და საქართველოსკენ. […] მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს. გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს, თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს”.

კადიროვის კრიმინალური ისტორია: ჩეჩნეთის ლიდერი მკვლელია, რომელიც მისი პიროვნების და პოლიტიკური ძალაუფლების გამო, მუქარაზე დამყარებულ ქმედებებს აფასებს. კადიროვის წამებისა და მკვლელობისკენ მიდრეკილება დოკუმენტურადაა დადასტურებული. მას ასევე ეზიზღება ჟურნალისტები, რომელიც მას აკრიტიკებენ (ისევე, როგორც პუტინს).

ამასთან, კადიროვი პუტინის ღირსებას იცავს.

კადიროვი პუტინის კაცია ჩეჩნეთში და იქ კრემლის აბსოლუტური ავტორიტეტის მხარადაჭერაზე აგებს პასუხს. საპასუხოდ კადირივს ენიჭება უფლება, ისე მართოს ჩეჩნეთი, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. მან იცის, რომ ბოსისთვის თაყვანისცემის დამტკიცება მნიშვნელოვანია. ამიტომ როცა პუტინს შეურაცხყოფენ, კადიროვი ყოველთვის ცდილობს, პუტინს ერთგულება დაუმტკიცოს. ეს ზოგჯერ კადიროვის მიერ ქმედებებში უშუალო ჩართვას მოითხოვს პუტინის ინტერესების დასაცავად ისე, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არც იცის, მაგრამ კადიროვი იმითაც ბედნიერია, რომ მოქმედებს, როგორც პუტინის დირექტივების შემსრულებელი. ასე მოხდა 2015 წელს, როცა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ბორის ნემცოვი მოსკოვში მოკლეს და სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში  ზელიხან ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაშიც.

ამ ყველაფერს კვლავ კადიროვთან და გაბუნიასთან მოვყავართ.

საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მაშინ, როცა პუტინის მიმართ სიმპათიით განწყობილი ჯგუფები ძალაუფლების ბერკეტებს ფლობენ, საკითხავია, შეინარჩუნებს თუ არა თბილისი კანონის უზენაესობას.

თუ ეს სცენარი [გაბუნიას მკვლელობის მცდელობის] უკრაინელების მიერ არის დადასტურებული, ვაშინგტონმა საქართველოს დემოკრატია უნდა დაიცვას. კადიროვს უკვე აქვს დაკისრებული სანქციები აშშ-ის მხრიდან, მაგრამ, თუკი  მის ბიზნესს დამატებითი სანქციებს დააკისრებენ, ის რეალური წნეხის ქვეშ იქნება. წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკელებმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს  პუტინის მიერ მართული აგრესიის ზრდის ჩახშობის გეგმა”, – წერს გამოცემა.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...