გიორგი გახარია: ,,ის, რაც 20 ივნისს მოხდა, მუდმივი ტვირთი იქნება ყველასთვის, ჩემთვის პირველ რიგში, მაგრამ გაკვეთილი და პოლიტიკური შედეგი უნდა იყოს ის, რომ აღარ განმეორდეს”

0
453

რემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ ტრაგიკული შემთხვევები რაც მოხდა, “მუდმივი ტვირთი” იქნება, მაგრამ გაკვეთილი და პოლიტიკური შედეგი უნდა იყოს ეს [რომ აღარ განმეორდეს].

პირველ არხთან ინტერვიუში პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ აქციის ღამეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის განხორციელების დროს “გარკვეული სამწუხარო შედეგები” დადგა, ყველასთვის, “ჩემთვის პირველ რიგში”.

“ჩვენ თუ ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომ ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენი შვილების პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ განმეორდეს პარლამენტზე თავდასხმა, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამით დავკმაყოფილდები. … ხშირად მსმენია, გავრილოვი… მესმის, ვეთანხმები კიდეც, მაგრამ შტურმი შენი ქვეყნის უმაღლეს ორგანოზე, და თავდასხმა პოლიციელებზე, შეუძლებელია, გაამართლო”.

წინა სტატია,,კადიროვის განცხადება არის ტერორისტის განცხადება, საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს” – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიააშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური