მთავარისიახლეებიპოლიტიკა20 ივნისის კონტრაქციისთვის ხელისუფლება ხალხს რეგიონებში აგროვებს

20 ივნისის კონტრაქციისთვის ხელისუფლება ხალხს რეგიონებში აგროვებს

Published on

20 ივნისის სისხლისღვრიდან ერთი წელი სრულდება – სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, შაბათს, რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება აქცია. ახალგაზრდები, ვინც გასულ წელს ივანიშვილის ხელისუფლებამ სისხლისღვრისა და თვალების დათხრისთვის გაიმეტა, ისევ ერთად დადგებიან.

20 ივნისისთვის ემზადება ხელისუფლებაც და კონტრაქციისთვის ხალხს რეგიონებში აგროვებს. თითოეული სოფლისთვის განსაზღვრულია კვოტა, თუ რამდენი ადამიანი უნდა გაიყვანონ “ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე. განსაზღვრულია ისიც, თუ ვის რამდენს გადაუხდიან.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.

“იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც პოლიტიკური ფლირტი აქვს კრემლთან გამართული, მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი… ჩვენ ვიცოდით და წინასწარაც ველით გარკვეულ პროვოკაციებს”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საქართველოში რუსული ხელწერა გადმოიტანა. შაბათის აქციაზე პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში, ისინი პასუხისმგებლობას მთლიანად მმართველ პარტიას აკისრებენ.

“საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს სწორედ ხელისუფლება და მსგავსი მეთოდებით მუშაობაზე არის საუბარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ აშშ-ს შესაბამის პოლიტიკურ წრეებში”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციის მიზანია, ხელისუფლებას შეახსენონ “გავრილოვის ღამეს” დაშვებული შეცდომები.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...