მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიიდან ანტიკორუფციულმა სააგენტომ დოკუმენტაცია გამოითხოვა

ზუგდიდის მერიიდან ანტიკორუფციულმა სააგენტომ დოკუმენტაცია გამოითხოვა [Video]

Published on

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული  სააგენტო ზუგდიდის მერიის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურაში, ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა და საქმის ძიება მოითხოვა. მერიაში „ოდიშინიუსს“ დაუდასტურეს, რომ წერილობითი შეტყობინება მიიღეს და დოკუმენტაციის ასლებიც გადაუგზავნეს.

ენმს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ პროკურატურაში განცხადება 3 ივნისს შეიტანა, მისი თქმით,  ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია  გაიყიდა და  ზუგდიდის მერსა და m2 შორის კორუფციული გარიგება შედგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ცნობისთვის,  2019 წელს ზუგდიდის სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად შეიძინა. სადაც კომპანიას 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდული  სასტუმრო უნდა აეშენებინა, ხოლო მერიას  აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული  შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟი  უნდა  ეზრუნველეყო. ტერიტორიის გასხვისებას საზოგადოების ნაწილი მხარს არ უჭერდა და ამ მოტივით რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა  საკრებულომ ტერიტორია საპრივატიზაციო ნუსხაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე შეიტანა.

წითლიძის ბრალდებებს იმ დღსვე უპასუხა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ წითლიძის განცხადებებს აბსურდული უწოდა.

სიახლეები

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...

რუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა – კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის გამოსვლა იალტის კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ "რუსეთი...

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...