მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახი სოფელ ერგეტაში, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას მისდევს და მეგრულ სულგუნს ქართული ნედლი...

ოჯახი სოფელ ერგეტაში, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას მისდევს და მეგრულ სულგუნს ქართული ნედლი რძით აწარმოებს [Video]

Published on

სამეგრელოს სოფლებში მესაქონლეობის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს რძე წარმოადგენს და მისგან მიღებული სულუგუნი, გემოვნური თვისებებითა და ნატურალურობით,  უძველესი დროიდან არის ცნობილი.   ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, თუ როგორი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით  მზადდება მეგრული სულუგუნი და ამის გასარკვევად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ფერმერ ვიტალი ჯოლოხავას ოჯახს ვეწვიეთ.

ფერმერის მშობლები რამდენიმე ათეული წელი ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები და  მათ  საქმეს ახლა ბატონი ვიტალი მეუღლესათან ერთად აგრძელებს. ორი წლის წინ  ფერმისთვის  უფრო თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები შეიძინეს და ფიქრობენ, რომ ამით უფრო მეტი შედეგის მიღწევას შეძლებენ. ამ დროისთვის ფერმაში 40 სულამდე საქონელი ყავთ, საიდანაც მეწველი ფური 25-ია. ფერმაში ოჯახის ახლობლები ყავთ დასაქმებული, სეზონურად კი საკუთარი ნაკვეთების დასამუშავებლად ტრაქტორის მძღოლებს იმატებენ და ასევე მიწის დასამუშავებლად, ტექნიკაც საკუთარი ყავთ. 

ჯოლოხავების ოჯახს 10 ჰექტარ ტერიტორიაზე აქვთ საძოვარი, სადაც ძირითადად სიმინდი და შვრია მოყავთ, რითაც საქონლისთვის კომბინირებულ საკვებს ამზადებენ.

ამის გარდა, მათ დაახლოებით 50-მდე  ფუტკრის ოჯახი ყავთ. შარშან ნახევარი ტონა თაფლი დაწურეს და წელსაც იგივე რაოდენობის თაფლს ელოდებიან. რამდენიმე დღეში კი ფუტკრის ოჯახები სპეციალურად სვანეთში გადაყავთ.  

ჯოლოხავების ფერმაში სხვადასხვა ფერის, ჯიშისა და ხასიათის ძროხებს საკუთარი სახელები აქვთ, ჭრელა, ყურშა, თეთრა, ჩორნა, ბუღა და ა.შ. როგორც ფერმერი ბელა ჯოლოხავა ამბობს, ყველას ხასიათი შესწავლილი აქვს.

ჯოლოხავების ფერმაში ჯერჯერობით სპეციალური საწველი ადგილი არ აქვთ და ძროხების მოწველას ძველი ტექნიკით აგრძელებენ. მათი თქმით, სურთ დაფინანსების მიღება, რადგანაც მომავალში თანამედროვე მაღალი სტანდარტის საწველი დარბაზი გააკეთონ.   

პანდემიის პერიოდში ფერმერ ოჯახს მხოლოდ ორი კვირის მანძილზე გაუჭირდა ყველის ჩაბარება, რადგანაც ის ადგილები, სადაც ძირითადად ყველს აბარებდნენ დაკეტილი იყო. ოჯახმა გამოსავალი მალევე იპოვა, ქალბატონმა ბელამ ფეისბუქ გვერდი შექმნა და დღეს უკვე მასთან  ყველის შესაძენად თითქმის რამდენიმე ქალაქიდან ჩამოდიან.

ფერმერ  ქალბატონს ყველის წარმოების საკუთარი ტექნოლოგიები გააჩნია და როგორც იგი ამბობს, სასულუგუნე ყველი ორჯერ იხარშება, რომ ყველი ნაკლებ ცხიმიანი გამოვიდეს.

იგი დილის ექვსი საათიდან იწყებს ფერმაში მუშაობას და ამ საქმეს ძალიან დიდ დროს, შრომასა და ენერგიას ანდომებს, თუმცა საბოლოოდ ხარისხიან პროდუქციას ქმნის,  მის მიერ მომზადებული  სულუგუნის ყველით,  მაწვნით და ნადუღით    მომხმარებლი კმაყოფილია. 

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...