მთავარისიახლეები13 რესპუბლიკელი კონგრესმენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

13 რესპუბლიკელი კონგრესმენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 13 წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, რომლებიც წარმოადგენენ “რესპუბლიკური სწავლების კომიტეტს” (აერთიანებს 150 კონგრესმენს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომიტეტად), ითხოვს სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, როგორც “პუტინის ახლო მოკავშირეს”. რესპუბლიკური პარტიის ხსენებულმა ჯგუფმა ამ წუთას გამოაქვეყნა საგარეო პოლიტიკის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და მისი მოკავშირეების სანქცირებას ამავედროს. აღსანიშნია, რომ ხსენებული 13 კონგრესმენი საკმაოდ გავლენიან და დონალდ ტრამპთან დაახლოებულ ფიგურებად მიიჩნევიან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესში ეს გახლავთ მეორე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ითხოვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. პირველ დოკუმენტს სხვა კონგრესმენები აწერენ ხელს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მარკვეინ მალინმა, რამდენიმე წუთის წინ უპრეცედენდო სანქციების დაწესება დააანონსა რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოში მისი მოკავშირის შეჩერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი

ავტორი: ლევან თორია

WOW!!! Phenomenal news from Washington today. The Republican Study Committee in Congress just published this document,…

Gepostet von Christina Pushaw am Mittwoch, 10. Juni 2020

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...