მთავარისიახლეებისამართალიდღეს სასამართლოში სხვებთან ერთად დაიკითხება იმ სამმართველოს უფროსი, რომელმაც გიორგი რურუას...

დღეს სასამართლოში სხვებთან ერთად დაიკითხება იმ სამმართველოს უფროსი, რომელმაც გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო

Published on

,,მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხება.

როგორც რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, 2 მოწმე პოლიციელია, ერთი კი კერძო კომპანიის წარმომადგენელია.

“ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება, კერძოდ, იმ სამმართველოს უფროსი, კახა მურადაშვილი, რომელმაც გიორგი რურუა დააკავა და იარაღი ჩაუდო. ასევე დაიკითხებიან პოლიციისა და კერძო ორგანიზაციის თანამშრომელი. ამით ამოიწურება ბრალდების მოწმეთა დაკითხვა და შემდეგ უკვე გადავალთ დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა და ის გარემოება, რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ არის “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე. კერძო კომპანიის წარმომადგენლის შენობაზე არის განთავსებული გარესამეთვალყურეო კამერები, სულ ექვსი კამერაა და ერთი კამერა, რომელიც იყურებოდა შემთხვევის ადგილის მიმართულებით, სწორედ ის აღმოჩნდა გაფუჭებული. აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები გვექნება”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...