პანდემიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ფონზე, თითქმის ყველაფერი ნენ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
დიზაინერი გიორგი მასხულია, რომელიც ასევე “Mister Valentini Georgia”, სამოდელო სააგენტო “Golden brand” -ისა და Anaklia Fashion Week -ის დამფუძნებელია, ამბობს, რომ ახლახან მიიღო აზერბაიჯანში მიწვევა და სექტემბრის შუა რიცხვებში ბაქოში მიემგზავრებიან, სადაც სამდღიან საერთაშორისო მასშტაბის ჩვენებაში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ბაქოში ჩვენებაზე საქართველოდან 12 დიზაინერი საკუთარ კოლექციას წარადგენს.
„ფეშენ ვიკზე“ მესამე დღეს კონკურსი გაიმართება, სადაც 35 მონაწილეს შორის ზუგდიდელი მოდელი მარიამ ჩუხუა იქნება. იგი ბაქოში გასამგზავრებლად უკვე ემზადება.
აღსანიშნავია, რომ შარშან ანაკლიაში „ფეშენ ვიკი“ პირველად ჩატარდა, სადაც 12 -მა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინეს.
როგორც Anaklia Fashion Week -ის ორგანიზატორი ამბობს, წელს ანაკლიაში ჩვენებაზე უფრო მეტი დიზაინერის კოლექციები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების გენერალური მხარდამჭერები არიან ქართველი ებრაელები, ლალი და ბადრი ხუხაშვილები.