რა აცვია ქართულ ჯარს – პარკში ბილიკებზე სარბენი ბოტასები თუ ხარისხიანი სამხედრო ფეხსაცმელი?

0
633

პრემიერმინიტრ, გიორგი გახარიას თქმით, ჯარისკაცებს ხარისხიანი ფეხსაცმელები აცვიათ. როგორც ის ამბობს, ბოლო შეხვედრაზე ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ სამხედრო ფეხსაცმელებში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც “ბოტასებში”.

ასე გამოეხმაურა გახარია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის უხარსიხო ფეხსაცმელები შეიძინა.

“ხო არ შეიძლება ყველაფერისგან რაღაცა ისტორიის შექმნა. რეალურად, საქართველოს ჯარს, დღეს აცვია ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც აცვია გერმანიის, აშშ-ს ჯარს, ზუსტად იგივე ხარიხსის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელიც მინისტრმა გააკეთა. ბოლოს რომ ვიყავი ვაზიანში 26 მაისს, ვესაუბრე ჯარისჯაცებს და აღფრთოვანებულები იყვნენ ფეხსაცმელებით. რა მითხრეს იცი? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი და ბედნიერი და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. რიგითები, რომ ასე გრძნობენ თავს, ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი”, — განაცხადა გახარიამ

წინა სტატიაგახარია გაღარიბებულა. ღარიბაშვილი?
შემდეგი სტატია,,გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე” – გიორგი გახარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური