ბელა გიჯაშვილი პროფესიით იურისტია, ლეიტენანტ-მაიორის წოდება აქვს, თუმცა 4 წლის წინ დედაქალაქიდან სოფელში გადმოსახლდა და ხელი სოფლის მეურნეობას მიყო. თავიდან აგრონომების კონსულტაციით კიტრის მცირე სათბური გააშენა, ახლა კი 1200 კვადრატულ მეტრზე 2 ჯერ იწევს მოსავალს და წელიწადში 10 ტონამდე კიტრის რეალიზაციას ახდენს. თუმცა წელს, პანდემიამ სევე, როგორც სხვა ფერმერებს, პრობლემები მასაც შეუქმნა და ათასობით ლარის ზარალი ნახა.ამბობს, რომ სახელმწიფომ ფერმერებისთვის ანნტიკრიზისული გეგმა კი შეიმუშავა, თუმცა, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან მისი თქმით, ეს მიზერული დახმარებაა იმასთან შედარებით, რა ზარალიც ფერმერებს აქვთ. ფიქრობს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა შედარებით მორგებულია ფერმერის საჭიროებებს და სურს, რომ ამ პროგრამით ისარგებლოს, ასევე მსგავსი რეალობის შემთხვევაში, სამომავლოდ სხვა გათვლებიც აქვს. ბელა გიჯაშვილი სამომავლოდ პომიდვრის სათბურის გაკეთებას და მეურნეობის გაფართოებას აპირებს, ამბობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება უნდა გაძლიერდეს და ამისთვის სახელმწიფომ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას.
დაზარალებული ფერმერები ცაიშში კიტრის მეორე მოსავალს ელოდებიან [Video]
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა
ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
„პარასკევს დილით...
საზოგადოება
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...
საზოგადოება
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება
დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება.
ხალხი...
სიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...