მთავარიUncategorizedრადიო გადაცემა დიალოგი-სტუმარი, ფსიქოლოგი თამუნა გულორდავა

რადიო გადაცემა დიალოგი-სტუმარი, ფსიქოლოგი თამუნა გულორდავა [აუდიო ჩანაწერი]

Published on

რადიო ოდიში +  სტუდიის სტუმარი იყო, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფსიქოლოგი, თამუნა გულორდავა.
გადაცემის ეხებოდა, პანდემიის პირობებში, ბავშვების განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას. ზოგადად ამ სტრესის ფონზე როგორ ხდება ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ხელშეწყობაზე მუშაობა და ამ შემთხევვაში რა სახის აქტივობები იგეგმება.

ცნობისთვის, SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით.  

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა  საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ოჯახის დამხმარე და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, ორგანიზაცია ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და მათ სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას.    

ოჯახის გაძლიერების პროექტი

თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია, ოჯახი უზრუნველყოფდეს ისეთ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მის ჯანსაღ განვითარებას.

ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის SOS ბავშვთა სოფლის ფინანსური მხარდაჭერით, შემუშავდა პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“. პროექტის მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვების აღზრდა-განვითარება უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახურ გარემოში.

ოჯახის გაძლიერების პროექტი სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება. 

Web: www.sos-childrensvillages.ge  

FB:www.facebook.com/soschildrensvillagesgeorgia

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...