“ ჩვენი ქვეყანა ჯალატს პრემიერმინისტრად არ იმსახურებს. ”ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
დეპუტატმა პრემიერს, რომელიც ცდილობს გვერდი აუაროს 20 ივნისის მოვლენებს, განუცხადა, რომ ამ ღამის ნამოქმედარს მას ხალხიარდაუვიწყებს.
,,ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის, დროშის, გერბის მიმართ კი არაა, არამედ იმ ქვეყნის მიმართაა, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა.
ამის გაპროტესტებითვის კი თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი – ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები…
თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს და იმ მისამრერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს, ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ