მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან, 26 მაისიდან შეძლებენ

ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან, 26 მაისიდან შეძლებენ[Video]

Published on

ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან, 26 მაისიდან შეძლებენ.

გალის ტელევიზია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმზე ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ „აფხაზეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ზომა განხორციელდება 2005 წლის საერთაშორისო სამედიცინი-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროს მოქმედებს“.

აფხაზეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ექიმები შეამოწმებენ. სკორიკის ინფორმაციით, მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის ცნობა. მას ვისაც, ასეთი ცნობა არ ექნება, ტესტირებას ჩაუტარებენ. ამასთან ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულები 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან.

ლუდმილა სკორიკის განცხადებით, ამ რეჟიმის დაცვას ადგილობრივი სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტში დაკეტა, თუმცა, მას შემდეგ ათეულობით მოქალაქეს მისცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის უფლება. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების, არამედ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...