შპს “აკვაპარკის” ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები სადაო ადგილზე ვაჭრობის დაშვებას სასამართლოს დასრულებამდე ითხოვენ[Video]

0
507

ზუგდიდში, შპს “აკვაპარკის” ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები სადაო ადგილზე ვაჭრობის დაშვებას სასამართლოს დასრულებამდე ითხოვენ.

ტერიტორია, რომელიც 2008 წელს ბიზნესმენმა მანანა მიქავამ პირდაპირი მისყიდვის წესით შეიძინა, ამ დრომდე სადაოა. საქმე სასამართლო ძიებაშია. მიქავა აცახდებს, რომ რამდენჯერმე მოგებული სასამრთლო დავის აღსრულებას მერია არ აპირებს და ყალბი დოკუმენტებით სარგებლობს.

ხელშეკრულების მიხედვით მანანა მიქავას 2008 წელს შეძენილ ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა 6 მილიონიანი ინვესტიციით.ბათილობის სასამართლო დავა მიქავამ მერიას მოუგო.ხოლო მას შემდეგ, რაც ზუგდიდი 2 მუნიციპალიტეტად დაიყო, მისი კუთვნილი მიწა ქალაქის საკუთრებაში დარჩა. მისი თქმით, რამდენჯერმე მიმართა გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე. მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. არასაკმარისი ვადის გამო მას მიწის ნაკვეთი კვლავ ჩამოერთვა და  ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიბრუნა. დავა იმ ნაკვეთზე მიმდინარეობს, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს.

წინა სტატიასაფრანგეთის ელჩის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა შედგა კიევში
შემდეგი სტატიასპეციალური საინფორმაციო გამოშვება ანტი-covid-ი [გადაცემა-28] [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური