მთავარისიახლეებისაზოგადოებამიწების საკუთრების საკითხზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და მსგავსი ქეისები რეგიონში რამდენიმე...

მიწების საკუთრების საკითხზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და მსგავსი ქეისები რეგიონში რამდენიმე ათეულია – TI [Video]

Published on

საქართველოში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სწავლობს. ამ თემაზე არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა. საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები აღინიშნა ევროკავშირისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოში საკუთრების უფლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციამ 2008-2009 წლებში ანაკლიაში განხორციელებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების შესახებ მოკვლევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ აღნიშნა, მიწების საკუთრების საკითხზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და მსგავსი  ქეისები რეგიონში რამდენიმე ათეულია. გარდა ანაკლიისა, მოქალაქეებს მიწის საკუთრებაზე სახელმწიფოსთან დავა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქვთ, ასეთივე მდგომარეობაა მესტიაში, ხობსა და სენაკში. აღნიშნული ნაკვეთები, რომელთა გამოც მოქალაქეებს დავა აქვთ სასამართლოში, საჯარო რეესტრს სახელმწიფოს საკუთრებად აქვს დარეგისტრირებული. ” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჩართულია მიწებთან დაკავშირებულ პროცესში და მუდმივ რეჟიმში აკვირდება მოცემული თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.საქართველოში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სწავლობს. ამ თემაზე არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა. საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები აღინიშნა ევროკავშირისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოში საკუთრების უფლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციამ 2008-2009 წლებში ანაკლიაში განხორციელებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების შესახებ მოკვლევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ აღნიშნა, მიწების საკუთრების საკითხზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და მსგავსი  ქეისები რეგიონში რამდენიმე ათეულია. გარდა ანაკლიისა, მოქალაქეებს მიწის საკუთრებაზე სახელმწიფოსთან დავა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქვთ, ასეთივე მდგომარეობაა მესტიაში, ხობსა და სენაკში. აღნიშნული ნაკვეთები, რომელთა გამოც მოქალაქეებს დავა აქვთ სასამართლოში, საჯარო რეესტრს სახელმწიფოს საკუთრებად აქვს დარეგისტრირებული. ” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჩართულია მიწებთან დაკავშირებულ პროცესში და მუდმივ რეჟიმში აკვირდება მოცემული თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...