მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმეს თქმით, ეკლესიის საკუთრებაში ტყეები მეტად დაცული იქნება

მეუფე გერასიმეს თქმით, ეკლესიის საკუთრებაში ტყეები მეტად დაცული იქნება [Video]

Published on

სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები, რაც არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

,,ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას.თქვენ ხედავთ როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცა ეს დიდი საუნჯე და ქვეყნის ფილტვები.ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ.აქ იმ ტყის მასივზეა საუბარი რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს.სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იგივე პრივილეგიებით სართგებლობენ. საქართველოს ეკლესიას გააჩნია უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი რომ მათ კომფესიებს აქვთ საქართველოში ? არსად არ ხდება ისე როგორც საქართვეკოში? საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ხე-ტყის განადგურება ხდება და სწორედ ამიტომ უნდა გადაეცეს ეკლესიას რომ მომავალ თაობას შემოუნახოს. მისივე თქმით, იმ ტყეებზეა საუბარი, რომელიც მონასტრების ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ამ მეთოდით ხელისუფლება ეკლესიის გული მოიგოს საარჩევნოდ, ზუგდიდელმა მიტროპოლიტმა ასე უპასუხა -არჩევნებამდე ძალიან ადრეა და ადამიანი ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ამით გული მოიგოს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...