81 წლის დევნილი ბაძალა ფეტელავა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს[Video]

0
503

აფხაზეთიდან დევნილი, მარტოხელა მოხუცი, 81 წლის  ბაძალა  ფეტელავა, რომელიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, სახლმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. სოციალურად დაუცველი და შშმ პირის სტატუსის მქონე წლებია სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას ელოდება.  მისი თქმით მან მთავრობას ბევრჯერ მიმართა თხოვნით და ბინაზე მოთხოვნაც შეავსო, თუმცა ყველაფერი უშედეგო გამოდგა. ბაძალა  სოციალურად დაუცველის და შშმ პირის დახმარებას იღებს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის.ბაძალა  უკიდურეს სიღარებეში ცხოვრობს, მისი თქმით სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და რესტავრაციას არ ექვემდებარება. აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში აცახდებენ, რომ დეტალურად ფლობენ ინფორმაციას ბაძალა ფეტელავას შესახებ, თუმცა ნუკრი ნაჭყებია ამბობს, რომ ჯერჯერობით ახალი ქულები არ ჩამოსულა და დაკმაყოფილდება თუ არა ფეტელავა საცხოვრებელი ფართით, ვერ აკონკრეტებს.

წინა სტატიარა ენატრებათ ადამანებს ყველაზე მეტად და რას გააკეთებენ ისინი პირველად, როცა შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება[Video]
შემდეგი სტატიასამოქალაქო კლუბი საზღვრისპირა სოფელში, რომელიც პანდემიის დროს აქტიურად მუშაობს[Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური