ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა

0
509

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გ.ს.-ს ადვოკატის, სალომე კალაიჯიშვილის ინფორმაციით, ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთის, თ.ქ.-ს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. როგორც ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მისივე თქმით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, არ გაიზიარა.

საქმის არსებითი განხილვა 2 ივნისს, 13 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში კი 3 პირი მისცეს. 5 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული. დღევანდელ პროცესზე სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირის მიმართ შეწყდა, რომელსაც პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული.

წინა სტატიარას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების თანახმად ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს?- დევიდ მაკალისტერი ევროპარლამენტის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს მიმართავს
შემდეგი სტატია,,მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში გვინახავს”- აცხადებენ ევროპარლამენტარები საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური