ქუთაისში პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა კომენდანტის საათის დროს თავიანთ ეზოში მყოფ ახალგაზრდებს, რომელთაც ჯარიმის სამართლიანობის გარკვევა სცადეს

0
412

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას სოციალური საცხოვრისის ბინადრების ნათქვამზე აყრდნობით სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდები საცხოვრისის ეზოში იყვნენ, პოლიციამ მათ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ადგილობრივები ირწმუნებიან, ახალგაზრდებმა პოლიციის ჯარიმის გამოწერისკენ თავად მოუწოდეს, პოლიცია კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

ერთ-ერთი მოქალაქე კი ირწმუნება, რომ მომხდარის შემდეგ მისი ნაცემი შვილიშვილი გაუჩინარებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. უბნის ინსპექტორი პოლიციის მხრიდან ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წინა სტატიარომან კაკულია: ,,ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ”
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას საფლავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური