მთავარისიახლეებისამართალიტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება მოხდა

ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება მოხდა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინიდან ექსტრადირება მოხდა.

უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

“ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან”, — ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ტოხოსაშვილი, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მათივე ცნობით, საქმე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...