მთავარისიახლეებისამართალიშეცვლის თუ არა სასამართლო გიორგი რურუასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას? დღეს...

შეცვლის თუ არა სასამართლო გიორგი რურუასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას? დღეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის სასამართლო პროცესი გაიმართება

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესია ჩანიშნული. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.დღეს გახდება ცნობილი შეცვლის თუ არა სასამართლოგიორგი რურუასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას .

სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ეს უცნობია.

ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რათა შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს – განუცხადა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

„თქვენ იცით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის უკანასკნელი პირობა 8 მარტის შეთანხმების, რომელიც დღემდე შეუსრულებელი რჩება. ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად. ეს მოლოდინი აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა სენატში, რომელიც გაკეთდა ევროპარლამენტში და მე მინდა, დღეს მოვუწოდო კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჩარევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში იმიტომ, რომ დღეს დამოუკიდებელმა სასამართლომ შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს იქნებოდა სწორედ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესასრულებლად გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნას მიღებული.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციას სტრატეგიული ნაბიჯები დაგეგმილი აქვს. „ახალი საქართველოს“ ლიდერს მიაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სწორი გზით მიდის და მოდუნების უფლება არ აქვს.

„გასათავისუფლებელია გიორგი რურუა და ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი სტრატეგიული ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს და კიდევ ერთხელ მოვახდენთ ამ ნაბიჯების გავლას, სწორი გზით მივდივართ ღიად უნდა ვთქვათ, მაგრამ არ გვაქვს უფლება ერთი წამით მაინც მოვდუნდეთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...