მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: „აქ არ არის მომიტეხე ყველი, მოგიტეხავ პურსა, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი...

შალვა ნათელაშვილი: „აქ არ არის მომიტეხე ყველი, მოგიტეხავ პურსა, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი იმით არის ფასეული, რომ არ ვვაჭრობთ ბლოკებით, ალიანსებით და კოალიციებით”

Published on

დღეს 18 მაისის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გერთინებული ოპოზიციისმორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას უკვე შეუერთდებიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე „მიმდინარე ეტაპის სტრატეგია“ დაიგეგმება

„ეს შეხვედრა იქნება პოლიტპატიმართა მონაწილეობით. გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და აქ ბრუნდება ისევ. დაიგეგმება მიმდინარე ეტაპის სტრატეგია, რათა ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც ელოდება ყოველი ქართველი პატრიოტი, წავიდეს უმტკივნეულოდ, ჰარმონიულად, ყველა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი იმით არის ფასეული, რომ ისინი არ ვაჭრობენ ბლოკებით, ალიანსებით და კოალიციებით:

„აქ არ არის მომიტეხე ყველი, მოგიტეხავ პურსა, ჩემი ჩაწერე მეორე ნომრად, ჩემი ჩაწერე მეექვსე ნომრად, კვოტები გავიყოთ. ეს მომენტი რომ მოიხსნა ქართულ პოლიტიკაში, პარტიებმა სრულიად გასაგებად და ცალსახად განაცხადეს წინა შეხვედრაზე, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლების გარეშე, არც არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია, იგივე საპარლამენტო მონაწილეობას მიიღებს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სახელისუფლებო მანიპულაციებში. ერთი ადამიანიც რომ იჯდეს უსამართლოდ და პოლიტიკური მოტივებით ციხეში, იმ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნორმა და არ გახლავთ ჩვენი მოგონილი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...