მთავარისიახლეებისამართალიგიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

Published on

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე  პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა– ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და მისმა მოადგილემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ ახლა ელიან “გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს”.

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....