მთავარისიახლეებისაზოგადოებაკულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩნენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩნენ [Video]

Published on

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ყოველთვიური შემოსავლის წყარო დაკარგა. ერთ-ერთი ასეთი კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები არიან. ზუგდიდელი ქორეოგრაფი მაია გუნია ქართული ცეკვის ხელოვნებას 15  წელია ასწავლის და ანსამბლ „გვრიტების“ სამხატვრო ხელმძღვანელია. მაია ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა ძალიან მიზერულია და თან კულტურის მიმართულებით იქ კონკრეტული არაფერია ნათქვამი.

ქორეოგრაფებისთვის უცნობია, რა რეგულაციებს აამოქმედებს მთავრობა და როგორ შეძლებენ რეპეტიციების განახლებას, თუმცა, ახლა რაც ყველაზე ძალიან ენატრება, სწორედ მოსწავლეებთან ურთიერთობა და ცეკვაა.

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის  მეექვსე, საბოლოო ეტაპზე   გეგმის მიხედვით, ფუნქციონირებას გააგრძელებს: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში). თუმცა, უშუალოდ კულტურულ საქმიანობაზე არაფერია ნათქვამი და არც   პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს როდის მოიხსნება ეს შეზღუდვები. ქორეოგრაფები, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც უშუალოდ ამ საქმიანობაზეა მიბმული, შიშობენ, რომ  თუ სტუდიის გახსნის ნება დართეს, ერთ ჯერზე 10 მოსწავლის მეტს ვეღარ შეიყვანენ და  საქმიანობის აღდგენას სრულად ვერ შეძლებენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...