ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო

0
442

14:00-ზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო.

გაფართოებულ შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან გააკეთეს კომენტარები შეხვედრის მიზანზე და სიტუაციაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა 8 მარტის შეთანხმების დარღვევის მცდელობით

,,ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინ დიდი ბრძოლაა და ისინი იბრძოლებენ იმ გზით, რაც ამ სახელმწიფოს „განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას“.

„ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს არის ცხადზე ცხადი რამ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს და მოეღება. ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან. აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა აზრი არ შეიძლება ნამდვილ საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს დაებადოს და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი არის ასეთი მოქალაქე. წინ გველოდება ბრძოლა.  ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იმ გზით, რა გზაც ამ სახელმწიფოს განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას. დიაგნოზი დასმულია: ეს ბატონი არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ყველაფერი გაკეთდება იმისათის, რომ თქვენი შვილები, ჩემი შვილები და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრების შვილები, ბედნიერ საქართველოში ცხოვრობდნენ“,-განაცხადა ნიკა მელიამ

ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი არ ასრულებს შეთანხმებას, არ უშვებს პოლიტპატიმრებს, აგრძელებს პოლიტიკურ დევნას და არ გვაძლევს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზების შესაძლებლობას.

,,მას ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ, რომ უკვე მეორედ მოატყუოს ისინი და რაც მთავარია, მოატყუოს ასევე ქართველი ხალხი.არ გამოვრიცხავ, რომ ეპიდემიოლოგიური რჩევების გათვალისწინებით, ჩვე ასევე პოლიტიკური აქტივობები დავგეგმოთ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

,,შეხვედრაზე განიხილება 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების საკითხი , საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ არ უნდა იქნას დაშვებული, რომ ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი აქვს, ჩაშალოს ეს შეთანხმება და იმაზე, როგორ მოხდეს ამ შეთანხმების შესრულებით ისე მისვლა არჩევნებამდე, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას და მის იმიჯს, საზღვარგარეთ -განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ტყუილად ხელს ნუ გამოიშვერენ ჩვენსკენ, ყველაფერი რაც მოხდება ქვეყნისთვის საზიანო, იქნება ხელისუფლების ბრალი, -განუცხადა ჟურნალისტებს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა

როგორც ჩალაგაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებას კატეგორიულად არ უნდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ცდის დასავლელი პარტნიორების მოთმინებას.

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ივანიშვილი რომ დაგვპირდა პროპორციულ არჩევნებს და ამის შემდეგ აუმბოხდნენ მისი პარტიის წევრები. ამის არავის სჯერა და ტყუილად ნუ ეცდება ხელისუფლება, რომ ოპოზიციას „შეტენონ“ ის, რომ ვერ იქნება მიღებული ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრის დღეს შეიცვალა პოზიცია და თქვა, რომ ვაძლევთ ხმას ცვლილებებსო, გჯერათ რომელიმეს, რომ იმ წუთშივე ივანიშვილის გუნდში ახალი ამბოხებულები არ აღმოჩნდებიან? მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ მიიღონ ეს ცვლილებები. ისინი ცდიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როდემდე ეყოფათ მოთმინება, როგორი იქნება მათი მომდევნო განცხადებები. ტყუილად ხელს ნუ გამოიშვერენ ჩვენსკენ, ყველაფერი რაც მოხდება ქვეყნისთვის საზიანო, იქნება ხელისუფლების ბრალი. ხელისუფლებამ ბოლომდე მიაღწია იმას, რომ არამხოლოდ ამერიკა, უკვე ევროპარლამენტარები და ძალიან ბევრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი პირდაპირ იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, მთელი მსოფლიო იქნება ჩვენი ქვეყნის ლანძღვის პირობებში, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

წინა სტატიასართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ,,პარლამენტმა ისე გაიარა ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიებების მიღების პროცესი, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი არ მისულა. აპირებს თუ არა მის დაბარებას თავად პარლამენტის ხელმძღვანელობა?”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური