,,საქართველო არგონავტების სამშობლოა, მედეა აქედან წაიყვანეს საბერძნეთში – განაცხადა გიორგი გახარიამ გიორგი გახარიამ აჭარაში, სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას . ვისზე და რაზეა გათვლილი ეს განცხადება – კოლხების განათლებაზე თუ მათი გულის მოგებაზე, ძნელი მისახვედრი არ არის. სხვა საქმეა,რამდენად ესიამოვნებათ ბათუმში წარმოთქმული ეს სიტყვა მეგრელებს
,,ყველაფერს, რაც გვქონდა გაკეთებული, რაშიც ამდენი დრო, ფინანსური რესურსი, ძალა და ყველაფერი გვქონდა ჩადებული, ამას უნდა დავუმატოთ ერთი არგუმენტი, რომ ყველაფერთან ერთად: იმით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, მედეა აქედან წაიყვანეს საბერძნეთში… ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ეს ქვეყანა ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას”