მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება'' - ნინო ბურჯანაძე

,,არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება” – ნინო ბურჯანაძე

Published on

„მინდა ძალიან დიდი გულისწყვეტა და აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პანდემიის პირობებში ხელისუფლებამ მოიცალა იმისათვის, რომ გამალებული წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და ოპოზიცია ლანძღოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ტყუილები დააბრალოს და ა.შ. – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ

მინდა მივმართო ყველას ხელისუფლებაში, მე არ ვარ ხელისუფლების მტერი, მაგრამ ნამდვილად ვარ ხელისუფლების ოპონენტი და მინდა ვუთხრა, რომ მოსახლეობა ნამდვილად არ გაპატიებთ იმას, რომ მაშინ, როდესაც შიმშილის ზღვარზე არიან, როდესაც წესიერი გეგმა არ წარმოგიდგენიათ და მოსახლეობა ახლა დაზაფრულია არამარტო პანდემიით, არამედ იმაზე ფიქრით, რა აჭამოს ოჯახს, თქვენ მოიცალეთ ოპოზიციასთან ბრძოლის დასაწყებად“

არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თორემ უმძიმეს დღეში ჩავარდება და რაც მთავარია, ძალიან დააზარალებს ქვეყანას, -დასანანია, რომ ვერ შენიშნეთ ოპოზიციის მხრიდან მეტ-ნაკლებად გამოცხადებული სოლიდარობა – „არასოდეს არათუ ტყუილი, არამედ ნახევრად სიმართლეც კი არ მითქვამს. ყოველთვის ვამბობ იმას, რაც არის და როგორც მონაწილე ამ შეხვედრის, ვადასტურებ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ორი მიმართულებით არსებობდა. ერთი იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მეორე – პატიმრებთან დაკავშირებით. სპეციალურად არ ვიყენებ სიტყვა პოლიტპატიმრებს იმიტომ, რომ ტერმინზე ხელისუფლება ნამდვილად არ გვეთანხმებოდა, მაგრამ ორივე შეთანხმება შედგა ცალ-ცალკე ფურცლებზე და ცალ-ცალკე ფურცლებს მოეწერა ხელი.

„ქართული ოცნების“ სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება, ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაწერილიყო იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ მათი იქ ყოფნა საკმარისი გარანტიაა ამ შეთანხმების. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ტერმინებში იყვნენ ძალიან ფრთხილად.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად შეასრულონ თავიანთი დანაპირები. თუ ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა ან ცუდ ხასიათზე დადგა რაღაცების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი შეთანხმება თავდაყირა უნდა დადგეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...