მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ზელენსკი: ,,მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე - უკრაინის...

პრეზიდენტი ზელენსკი: ,,მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე – უკრაინის პრეზიდენტი და დავნიშნე ის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, ამის გამო ელჩის გამოძახება ქართული მხარის შეცდომაა“

Published on

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოძახება თბილისში საკონსულტაციოდ რეფორმების ეროვნულ საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო შეცდომაა -განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში სტუმრობისას -ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. „ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაში არ გამოვიძახებთ არც საკონსულტაციოდ ჩვენს ელჩს, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა“, თვლის უკრაინის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ „ეს ქართული მხარის შეცდომაა“, კონსულტაციების შემდეგ „ყველა მხარე მიხვდება, რომ ყველა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ამ ქვეყანას და იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც იქ ცხოვრობენ“.

ზელენსკი ამბობს, არავის მინდა ვაწყენინოო და მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის საშინაო პოლიტიკაა: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტით, მე – უკრაინის პრეზიდენტი ვარ და დავნიშნე ის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, სულ ეს არის“.

ზელენსკი ამ განცხადებით, რომელიც ლუგანსკში გააკეთა, გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის 8 მაისს ნათქვამს, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...