კრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ახლად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად პირველ რიგში საჭიროა ბიზნესის გათავისუფლება ადმინისტრაციული ჩარევისგან.
„უკრაინაში ახლა დიდი კრიზისია, მსოფლიოში კორონავირუსის არსებობის გამო. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ეკონომიკის დასახმარებლად, ეს არის ბიზნესის გათავისუფლება ადმინისტრაციული ჩარევისგან. არსებობს დიდი რაოდენობით რეგულაციები, რომლებისგანაც უნდა გავთავისუფდეთ. უნდა მოვიშოროთ უაზრო რეგულაციები საგადასახადო სფეროში, საბაჟოზე, სადაც უამრავ ქაღალდს ავსებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელერახ „1+1“-ის დილის ეთერში საუბრის დროს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ოფისი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, რადგან ეს არის სახელმწიფოს მეთაურთან არსებული ტრადიცული ორგანო.
7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.