მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს შემაშფოთებელ მაგალითებს იმისა, თუ როგორი შეიძლება...

,,საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს შემაშფოთებელ მაგალითებს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჰიბრიდული რეჟიმი” – Freedom House

Published on

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოში დემოკრატიის ვითარებას აფასებს, როგორც გაუარესებულს და მიზეზად სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, კერძოდ მისი დამოუკიდებლობის ძალიან დაბალ ნიშნულს ასახელებს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველო გარდამავალი და ჰიბრიდიული რეჟიმის ქვეყანაა.”საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სრულმა და ნაწილობრივმა ბოიკოტმა ალბანეთში, ბულგარეთში, საქართველოში, მონტენეგროსა და სერბეთში ხელი შეუშალა პარლამენტის მუშაობას და მისი ლეგიტიმაციის და სამართლიანობის ნაკლებობაზე მიანიშნა.

 Freedom House საუბრობს მამუკა ხაზარაძის და გიგი უგულავას საქმეებზეც.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს შემაშფოთებელ მაგალითებს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს [ჰიბრიდული რეჟიმი]. სასამართლო სისტემა დიდი ხანია, საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს, ხოლო თვითნებურმა დაპატიმრებებმა და არაერთმა საკამათო სასამართლო საქმემ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. პოლიტიკურ ველზე ახლადგამოჩენილი ბიზნესმენს, მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე წარუდგინეს მალევე, როგორც კი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა, და უფრო გამოცდილ ოპოზიციურ ლიდერს სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეზე 38-თვიანი პატიმრობა განმეორებით მიუსაჯეს. ასეთი საქმეების განხილვა მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოებით არ შემოიფარგლება, ხოლო უზენაეს სასამართლოში პარლამენტმა უვადოდ დანიშნა 14 ახალი მოსამართლე, “ძალიან დისფუნქციური და არაპროფესიონალური” პროცესით.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამ სისტემის მიღების შემთხვევაში, შემცირდებოდა ქართული ოცნების შანსები, მიმდინარე წელს კვლავ გაემარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. კრიზისი მხოლოდ საერთაშორისო მედიაციის დახმარებით, მარტში განიმუხტა, როცა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერეს. ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევაში დახმარებოდნენ”, – წერს ორგანიზაცია.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...