მთავარისიახლეებისაზოგადოება,,შენ ჩემთვის რა გატირებდა...'' როგორ უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს თენგიზ ცერცვაძე ,,არასამედიცინო...

,,შენ ჩემთვის რა გატირებდა…” როგორ უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს თენგიზ ცერცვაძე ,,არასამედიცინო მოტივებში” პლაქვენილთან დაკავშირებულ თავის ადრინდელ განცხადებებში?

Published on

„პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ ისაუბრა.


თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატი “პლაქვენილი” ზოგიერთი კვლევის შედეგად კორონავირუსის სამკურნალოდ ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ზოგიერთი კვლევის შედეგად პირიქით.

„ეს განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება უსაფუძვლობას, შესაძლოა, მთლად უსაფუძვლო არ იყო. იმიტომ, რომ ყველა მედიკამენტს, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ იცდება, ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე.

ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ჯერ „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ აბსოლუტურად ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. რიგ კვლევებში ყველა მედიკამენტმა და მათ შორის, დღეს ფავორიტად მიჩნეულმა „რემდესივირმაც“ უჩვენა ძალიან კარგი და დამაიმედებელი შედეგი, მაგრამ ზოგიერთ კვლევაში სულაც არ აჩვენა ასეთი კარგი შედეგი და იგივე შეიძლება, ითქვას „პლაქვენილზეც“. მან რიგ კვლევებში კარგი შედეგი აჩვენა, რიგ კვლევებში კი ნაკლები ეფექტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სიახლეები

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...