მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმი ღია ქალაქია, მაგრამ რა რისკებს შეიცავს ზღვაში ბანაობა კორონა ვირუსის პირობებში?

ბათუმი ღია ქალაქია, მაგრამ რა რისკებს შეიცავს ზღვაში ბანაობა კორონა ვირუსის პირობებში?

Published on

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზღვაში ბანაობა დასაშვებია, პლაჟზე გარუჯვა კი დისტანციისა და აუცილებელი ჰიგიენური ნორმების დაცვითაა შესაძლებელი.

„ზღვაში ბანაობა აბსოლუტურად არაა რისკის შემცველი, იმიტომ რომ ჩვენ არ შევხვედრივართ არც ერთ შემთხვევას, რომ დაინფიცირება წყალში ბანაობით იყოს გამოწვეული. რუჯის მიღება კი მაშინაა რისკი, როცა სიმჭიდროვეა – სამი ან მეტი ადამიანია ერთად და მათ შორის დარღვეულია სოციალური დისტანცირება. ამ რისკის გათვალისწინებით კი, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნებისმიერ ადგილას სოციალური დისტანცირება დაიცვან, ატარონ ნიღბები და ხელის დეზინფექცია ხშირად გაიკეთონ“, – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე რადიო ,,თავისუფლებასთან” საუბარში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსავე ცნობით, რეკომენდაციების დაცვით სეირნობა და საქმიანი ვიზიტებიც დასაშვებია. ზოგადად კი, ეს წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაინერგოს და ასეთი უნარ-ჩვევები ეტიკეტად უნდა იქცესო, ამბობენ უწყებაში და მიანიშნებენ, რომ მომავალში რესპირატორული დაავადებისგან თავის დაცვა კიდევ უფრო მეტადაა საჭირო.

აჭარაში, ბოლო ოთხი დღეა, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი მზარდია. მიუხედავად ამისა, რეგიონში ვირუსის გავრცელების პიკს თვის ბოლოს ელიან. ეს გამოთვლები კეთდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებით, რომლის მიხედვით, შიდაგავრცელების გამოვლენის შემდეგ შვიდიდან რვა კვირაში პანდემია პიკს აღწევს. აჭარაში კი ეს პერიოდი მაისის ბოლოსაა, რადგან შიდაგავრცელების პირველი შემთხვევა 6 აპრილს დაფიქსირდა. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პიკი შესაძლოა არც დადგეს, თუ მოსახლეობა წესებს დაიცავს:

„ხოლო თუ შემთხვევების მატება იქნება, შესაძლებელია რეკომენდაციებიც გამკაცრდეს და უფრო მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაც დადგეს. მაგრამ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მისაღებია საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული წესების გამარტივება, რაც ეტაპობრივად ხდება. ამას კი მოქალაქეებმა უნდა შევუწყოთ ხელი. ვისეირნებთ თუ ზღვაში ვიბანავებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ ერთმანეთთან ურთიერთობისას ისევ და ისევ დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ ნიღბებით და ხელის დეზინფექცია ხშირად ვიკეთოთ“.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არაა დადგენილი და ისევ კვლევის საგანია, ამცირებს თუ არა მაღალი ტემპერატურა კორონავირუსის გავრცელების რისკს.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...