მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება

ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება

Published on

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება.

როგორც ირკვევა, ავტონაწილებით ვაჭრობა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება ავტოტექმომსახურების დაშვებას, დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.

ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები – პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.

ცნობისთვის, ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, ხვალიდან დასაშვებია:

ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას არ ეხება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

ასევე, ხვალიდან დასაშვებია ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

ქუთაისში და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, თუმცა აღნიშნულ ქალაქებში კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...