მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ ასობით ათასი ლარის მოცულობის ხელშეკრულებები გაუფორმა ახალი კომპანიებს, რომელიც თავად...

ხელისუფლებამ ასობით ათასი ლარის მოცულობის ხელშეკრულებები გაუფორმა ახალი კომპანიებს, რომელიც თავად შექმნა – პანდემია და კორუფციული შესყიდვები

Published on

“კორუფცია და ნეპოტიზმი ქართული ოცნების უცვლელი ნიშნებია, მაგრამ ის თუ როგორ იყენებენ ამისთვის კორონავირუსის პანდემიას, მათთვისაც კი ახალი სიმაღლეა. იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოცდილი კომპანიები გამოეყენებინათ, მათ თავისით შექმნეს ახალი კომპანიები და ასობით ათასი ლარის ხელშეკრულებები ბუკვალურად გუშინ შექმნილ კომპანიებს გაუფორმეს”, — განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმათარხნიშვილი. 

იგი რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს ასახელებს. “მაგალითად, შპს ტეენკა შეიქმნა 20 წლის 12 თებერვალს გაუფორმეს 40 ათასი ლარის კონტრაქტი. შპს ელიტ მედიკალი შექმნილია 12 მარტს, გაუფორმეს 700 ათასი ლარის კონტრაქტი, შპს შილდსი შეიქმნა 10 აპრილს გაუფორმეს 90 ათასი ლარის კონტრაქტი. ანუ ამ კომპანიებმა იციან, რომ რაღაც არის შესაძენი, იქმნებიან და შემდეგ უცებ იღებენ კონტრაქტს, იმის მიუხედავად, რომ არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ”.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს კომპანიები ინტერნეტ სივრცეში არ იძებნებიან და, რომ არა მათი კავშირი ოცნებასთან, სამინისტროებს მათი არსებობს შესახებ არც ეცოდინებოდათ. –

“აღნიშნული კომპანიები არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში და არ არიან დარეგისტრირებულნი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მოინდომებდა ამ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებას, ფიზიკურად ვერ იპოვიდა ამ კომპანიებს, რომ არა ამ კომპანიების უკან მდგომი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები”, — ამბობენ პარტიაში.

ევროპულ საქართველოში ასევე აცხადებენ, რომ ამის პარალელურად ხელისუფლება აქტიურად აფორმებს ხელშეკრულებებს კომპანიებთან, რომელთა დამფუძნებლებიც ოცნების შემომწირველები არიან. მაგალითად შპს უიქენდი მოყავთ, რომლის დამფუძნებელმა ბონდო გოლეთიანმა მმართველ პარტიას 25 ათასი ლარი შესწირა. 

ამის გარდა, ევროპული საქართველოს ცნობით, 700 ათასი ლარის კონტრაქტი გაფორმდა შპს დოქტორ გუდსთან, რომლის დამფუძნებელიც საპარტნიორი ფონდია. 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...