მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

ენგურის ხიდზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს [Video]

Published on

ენგურის ხიდთან მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ექიმები მონაცვლეობით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინი პირველადი დახმარების საშუალებებით. კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ექიმები საველე ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ, ცვლაში ორი ექიმი და ორი ექთანია. ჩვენი გადამღები ჯგუფი მათი მუშაობის პროცესს ადგილზევე გაეცნო. როგორც შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის ექიმი ნინო ჯახაია ამბობს, ისინი მუშაობას დილის რვა საათიდან იწყებენ და ენგურის ხიდიდან გადმომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ. საველე ჰოსპიტალის მნიშვნელობაზე საუბრობს ექიმი ნოდარ კვირკველია, მისი თქმით, სანამ ეს პანდემია არ გადაივლის, აღნიშნული საველე კარავი მანამდე იფუნქციონირებს. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ექიმებს დაუკავშირდნენ და შეაყტობინეს, რომ აფხაზეთიდან ავადმყოფი კაცი გადმოყავდათ, თუმცა ცოტა ხანში გაირკვა, რომ ე.წ მესაზღვრეებმა იგი საბუთების არ ქონის გამო არ გადმოატარეს. ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველების უმეტესობა ბედის ანაბარად არის დარჩენილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...