მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა დაასკვნა, რომ ჯარი გვყოლია! თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ...

სალომე ზურაბიშვილმა დაასკვნა, რომ ჯარი გვყოლია! თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ – ასე მიულოცა მან სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს და სარდლობას თავდაცვის ძალების დღე

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს და სარდლობას მიულოცა თავდაცვის ძალების დღე რომელიც 30 აპრილს აღინიშნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში იმყოფებოდა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად.

“29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველმა სამხედროებმა საქართველო ასახელეს პროფესიონალიზმით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო მისიებში: „ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით“.

პრეზიდენტმა პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნასაც.

არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...