4 ქალაქი – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი კვლავ ჩაკეტილია. საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი შეზღუდვების მოხსნა დღეიდან გაუქმებულია.
ამ ქალაქებში შესვლა, თუ პირი რეგისტრირებულ მისამართზე ბრუნდება ნებადართულია მხოლოდ ერთჯერადად. სხვა მიზნებით გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
შეზღუდვა არ ეხება სადისტრიბუციო მანქანებს და კონკრეტული პროფესიის ადამიანებს. 22 მაისამდე ქვეყანაში ძალაში რჩება კომენდანტის საათიც.